[go: up one dir, main page]

Google Family Link

4,6
3,05 მლნ. მიმოხილვა
100 მლნ.+
ჩამოტვირთვები
შემცველობის რეიტინგი
ყველა
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი
ეკრანის ანაბეჭდის სურათი

ამ აპის შესახებ

Google Family Link მშობელთა კონტროლის აპია, რომელიც გეხმარებათ ოჯახის წევრების ინტერნეტ-უსაფრთხოების დაცვაში. ვიცით, ყველა ოჯახის ტექნოლოგიებთან ურთიერთობა უნიკალურია და ამიტომ შევქმენით Family Link, რომ გაგიმარტივოთ თქვენს ოჯახში ბალანსის დაცვა და ჯანსაღი ციფრული ჩვევების ჩამოყალიბება. Family Link მარტივი ხელსაწყოა, რომლითაც თვალყურს მიადევნებთ თქვენი ბავშვის მიერ მოწყობილობასთან გატარებულ დროს, იხილავთ მისი მოწყობილობის მდებარეობას, მართავთ კონფიდენციალურობის პარამეტრებს და ა.შ.


Family Link-ით შეგიძლიათ:

დაადგინოთ ციფრული საბაზისო წესები
• დააყენოთ ეკრანთან გატარებული დროის ლიმიტი — Family Link-ით დააყენებთ უმოქმედო დროს თქვენი ბავშვის მოწყობილობისთვის და დროის ლიმიტს აპებში, რითაც დაეხმარებით მას ბალანსის დაცვაში.
• მიუთითოთ ასაკთან შესაბამის კონტენტზე — დაუდასტუროთ ან დაუბლოკოთ აპები, რომელთა ჩამოტვირთვა მას სურს. Family Link-ით აირჩევთ საუკეთესო YouTube გამოცდილებას თქვენი ბავშვისთვის: YouTube გამოცდილება ზედამხედველობის ქვეშ ან YouTube Kids.

ბავშვის ანგარიშის მართვა და დაცვა
• დაიცვათ მისი კონფიდენციალურობა — Family Link-ის ნებართვების მართვა გეხმარებათ თქვენი ბავშვის მონაცემების შესახებ გააზრებული გადაწყვეტილების მიღებაში. იხილეთ და მართეთ ნებართვები საიტებისა და გაფართოებებისთვის, რომლებზე წვდომაც Chrome-სა და თქვენი ბავშვის მოწყობილობაზე ჩამოტვირთულ აპებს აქვს.
• დაიცვათ მისი ანგარიში — Family Link-ით წვდომა გექნებათ თქვენი ბავშვის ანგარიშისა და მონაცემების პარამეტრებზე. როგორც მშობელს შეგიძლიათ, თქვენს ბავშვს დაეხმაროთ დავიწყებული პაროლის გადაყენებაში ან მის შეცვლაში, პერსონალური ინფორმაციის რედაქტირებაში და საჭიროებისამებრ, წაშალოთ მისი ანგარიშიც.

დარჩით კავშირზე ნებისმიერი ადგილიდან
• თვალი ადევნეთ მის მდებარეობას — ამ ფუნქციით თვალს ადევნებთ თქვენს ოჯახს ნებისმიერი ადგილიდან. Family Link-ით დაადგენთ თქვენი ბავშვების მდებარეობას რუკაზე იმ შემთხვევაში, თუ მათ თან აქვთ თავისი მოწყობილობები.
• მიიღეთ შეტყობინებები და გაფრთხილებები — Family Link გამოგიგზავნით მნიშვნელოვან შეტყობინებებს, მათ შორის, თქვენი ბავშვის კონკრეტულ მდებარეობაზე მისვლის და მისი დატოვების დროებს. შეგიძლიათ, დარეკოთ მოწყობილობებზეც და შეამოწმოთ მათი ბატარეის მუშაობის დარჩენილი ხანგრძლივობა.


მნიშვნელოვანი ინფორმაცია

• Family Link ხელსაწყოები განსხვავდება თქვენი ბავშვის მოწყობილობის მიხედვით. იხილეთ თავსებადი მოწყობილობების სია აქ: families.google/familylink/device-compatibility/
• თუმცა Family Link გეხმარებათ Google Play-დან ბავშვის შესყიდვებისა და ჩამოტვირთვების მართვაში, მას არ სჭირდება დამტკიცება აპის (მათ შორის, ნებართვების გაფართოების შემცველი) განახლებების ინსტალაციისთვის, ადრე დამტკიცებული ან საოჯახო ბიბლიოთეკაში გაზიარებული აპებისთვის. ამასთან, შენაძენების დადასტურება გამოიყენება მაშინ, როცა თქვენი ბავშვი Google Play-ის ბილინგის სისტემით დააპირებს რაიმეს შეძენას (ბილინგის სხვა სისტემებზე არ ვრცელდება). მშობლებმა რეგულარულად უნდა გადახედონ ბავშვის დაყენებულ აპებსა და ნებართვებს Family Link-ში.
• ყურადღებით უნდა გადახედოთ აპებს ზედამხედველობის ქვეშ მყოფ თქვენი ბავშვის მოწყობილობაზე და გათიშოთ არასასურველი. გაითვალისწინეთ, რომ Play-ს, Google-ის და მსგავს წინასწარ დაინსტალირებულ აპებს ვერ გათიშავთ.
• ბავშვის ან თინეიჯერის მოწყობილობის მდებარეობის სანახავად ის ჩართული, ბოლო დროს აქტიური და ინტერნეტთან დაკავშირებული უნდა იყოს.
• Family Link-ის მშობელთა კონტროლი ხელმისაწვდომია მხოლოდ ზედამხედველობის ქვეშ მყოფი Google-ის ანგარიშებისთვის. ზედამხედველობის ქვეშ მყოფი Google-ის ანგარიშებით ბავშვებს შეუძლიათ წვდომა Google-ის სერვისებზე, მათ შორის, Search, Chrome და Gmail, ხოლო მშობლებს შეუძლიათ მათთვის საბაზისო ციფრული წესების დადგენა.
• თუმცა Family Link თქვენი ბავშვის ონლაინ-გამოცდილების მართვასა და დაცვაში გეხმარებათ, ის ინტერნეტს უსაფრთხოს მაინც არ ხდის. Family Link ვერ განსაზღვრავს ინტერნეტში კონტენტს, მაგრამ შეუძლია, მშობელს დაეხმაროს ბავშვის მოწყობილობასთან გატარებული დროის ლიმიტის დაწესებასა და ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვაში.
განახლდა:
22 აპრ. 2024

მონაცემთა უსაფრთხოება

უსაფრთხოება იწყება დეველოპერების მიერ თქვენი მონაცემების შეგროვებისა და გაზიარების წესების გაცნობით. მონაცემთა კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პრაქტიკები შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენი აპის ვერსიის, გამოყენების, რეგიონის და ასაკის მიხედვით. ეს ინფორმაცია მოწოდებულია დეველოპერის მიერ და შეიძლება დროთა განმავლობაში განახლდეს.
მონაცემები არ ზიარდება მესამე მხარეებთან
შეიტყვეთ მეტი დეველოპერების მიერ პუბლიკაციების გამოქვეყნების შესახებ
ეს აპი შეიძლება მონაცემთა ამ ტიპებს აგროვებდეს
პერსონალური ინფორმაცია, ფინანსური ინფორმაცია და 7 სხვა
მონაცემები დაშიფრულია ტრანზიტის პროცესში
თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ მონაცემების წაშლა
უსაფრთხოების დამოუკიდებელი შემოწმება

შეფასებები და მიმოხილვები

4,6
3 მლნ. მიმოხილვა
giorgi gviniashvili
7 აპრილი, 2024
კარგი პროგრამა
მიიჩნევთ, რომ ეს სასარგებლოა?
nodar vanadze
5 მარტი, 2024
კარგია
ამ მიმოხილვას სასარგებლოდ 3 ადამიანი მიიჩნევს
მიიჩნევთ, რომ ეს სასარგებლოა?
bsjdhahgsisg basilaia
6 თებერვალი, 2024
ეს კარგი აპიაა ჩემი შვილი ვერ იწერს თამაშებს
ამ მიმოხილვას სასარგებლოდ 6 ადამიანი მიიჩნევს
მიიჩნევთ, რომ ეს სასარგებლოა?

რა არის ახალი

სტაბილურობის რამდენიმე გაუმჯობესება და შეცდომების აღმოფხვრა.