მოინახულეთ გვერდები მეთვალყურეების გარეშე. ახალი Firefox Focus ავტომატურად ზღუდავს მეთვალყურეების მნიშვნელოვან ნაწილს გვერდების მონახულებისას – გაშვებიდან, მის დახურვამდე. მარტივად გაასუფთავეთ ისტორია, პაროლები და ფუნთუშები, რის შედეგადაც არასასურველი რეკლამები ვეღარ აგეკიდებათ.
„პირადი დათვალიერების რეჟიმი“ ბრაუზერების უმეტესობაზე არასრულყოფილი და რთულად გამოსაყენებელია. Focus გთავაზობთ პირადი მონაცემების უსაფრთხოების ახალ დონეს, იგი არის უფასო, მუდამ მზადყოფნაში და ყოველთვის თქვენს მხარეს – იმიტომ, რომ შექმნილია არამომგებიანი ორგანიზაციის Mozilla-ს მიერ, რომელიც მუდმივად იბრძვის თქვენი უფლებების დასაცავად ინტერნეტში.
მუდმივად დაცული
• ზღუდავს ცნობილი ინტერნეტ-მეთვალყურეების მნიშვნელოვან ნაწილს, პარამეტრების გამართვის გარეშე
• მარტივად ასუფთავებს ისტორიას – არანაირი პაროლები, ფუნთუშები, მეთვალყურეები
მეტად სწრაფი
• მეთვალყურეების და რეკლამების შეზღუდვით, მცირდება გამოყენებული ინტერნეტის მოცულობა და გვერდების ჩატვირთვის დრო
შემქმნელია MOZILLA
• ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველას აქვს უფლება თავად განსაზღვროს საკუთარი ცხოვრება და საქმიანობა ინტერნეტსივრცეში. სწორედ ამიტომაცაა რომ ვიბრძვით 1998 წლიდან.